пятница, 23 августа 2013 г.

...

თემა:
საკლასო ოთახის რემონტი
კლასი:
მეექვსე
მასწავლებელი:
შორენა ლურსმანაშვილი
მიზანი და შედეგები
თანამშრომლობის,დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების,მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება.სწავლა კეთებით
კვლევის გეგმის ჩამოყალიბება
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად წამოჭრიან პრობლემას.მოიპოვებენ საჭირო იფორმაციებს,გამოთვლიან საკლასო ოთახის გარემონტებისათვის საჭირო თანხას. წარმოადგენენ მოპოვევულ და დამუშავებულ ინფორმაციას ხელსაყრელი (დიაგრამით) ფორმით.
ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია თუ რა რაოდენობის მასალა(ცარცი,საღებავი,წებო)იქნება საჭირო,სად შეძლებენ შეძენას, რა თანხა იქნება საჭირო მასალის, ტრანსპორტირების და დაქირავებული ხელოსნისათვის
კვლევითი პროექთის ანგარიშის შემუშავება
მოხდება მოძიებული ინფორმაციის დამუშავება,წარმოდგენა დიაგრამის სახით,საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.